ქალმა მართლა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს სტატუსს, ახლა ეს ადამიანი, რომელიც ამას ამბობდა საკუთარ ქვეყანაზე, სამშობლოზე, მოდის და ცდილობს, მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, „ამბავში გაერიოს“.
„ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ადამიანს, რომ იქ იყოს. მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს. იმპიჩმენტი შემთხვევით არ გამოვუცხადეთ, დავაფიქსირეთ, რომ ეს ადამიანი ვინც აირჩია, იმ ხალხის რჩეულ ხელისუფლებას აღარ მიაჩნია პრეზიდენტად. შესაბამისად, სცენარი როცა გაიწერა, ვიცი, რომ ამაში მთავრობა ჩართული იყო, ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული. ახლა ტაიკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, ეს არ ვიცი. ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ არ იმსახურებს მისი ქვეყანა სტატუსს, არ იმსახურებს, რომ პრეზიდენტად იქნას წოდებული. შესაბამისად, ჩვენ ეს პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს. თავის ქვეყანას რომ მტრობს და აბრალებს, რომ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ბუნებრივია, გამომსვლელთა სიაში არ არის გათვალისწინებული. არსებობს რაღაც მორალი და ფორმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.