პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. რამდენი დაწერს 25-ში განცხადებას მანდატის დატოვებაზე, ერთად დავთვალოთ, არ გაგვიჭირდება, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
„პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო… (როცა ამბობენ პარტნიორებს, გულისხმობენ პატრონებს). შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში. რამდენი დაწერს 25-ში განცხადებას მანდატის დატოვებაზე, ერთად დავთვალოთ, არ გაგვიჭირდება“, - წერს მდინარაძე.