ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიშიც, ის სწორი და ადამიანური დამოკიდებულება, რაც იყო გულწრფელი, - ასე მიმართა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელი განცხადებების საკითხზე დაპირისპირებით დაიწყო და ყველას წესიერად მოქცევისკენ მოუწოდა.

„ახლა, თქვენ, მართლა ზედმეტები და ნამეტანი არ მოგივიდეთ ყველას ერთად და რატომ - გუშინ, გადააჭარბაო და ჩვენ თვითონ დავგმეთ, ადამიანმა ბოდიშები იხადა და ამ დროს, არცერთს არ გახსოვთ, რა უწმაწური, ვერც ვლაპარაკობ და ვერც გავიმეორებ, რა ბანერი გაშალეთ აქ (პარლამენტის სხდომათა დარბაზში) თეა წულუკიანი რომ იყო. ქალი არ იყო, თუ ადამიანი არ იყო? mona.ge-ზე რომ გამოაქვეყნეს ქალი დეპუტატები, რომელიმემ ხმა ამოიღეთ? მოღალატეებს რომ ეძახით ადამიანებს, ეს ნაკლები შეურაცხყოფაა? მეტი არ არის? ამიტომ, ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიშიც, ის სწორი და ადამიანური დამოკიდებულება, რაც იყო გულწრფელი და როცა ქალ დეპუტატებს, ქალებს, სხვას, ქალებით რომ სპეკულირებთ და გენდერული რაღაც ნიშნით რომ აწებებთ ხოლმე, გამოაქვეყნებენ რაღაც შავ სიებში და აქ რომ რაღაცებს გაუშლით წულუკიანს, მაშინ იფიქრეთ, არის თუ არა ეს უფრო მეტი შეურაცხყოფა და მოღალატის ძახილი და ცოტა წესიერად მოიქეცით მართლა, ყველა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას  შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.  დაპირისპირება მოხდა და ანა წითლიძეს შორისაც.

ირაკლი ბერაია: ვაღიარებ, რომ პარლამენტში ჩემი გამოსვლა ემოციურად გადაჭარბებული იყო, რის გამოც გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო

ირაკლი ბერაია: თეონა აქუბარდია ნატოს საპარლმენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა