პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოში ამერიკის საელჩოს დღეს გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება

 "ეს აშშ-ის საელჩოს ახალი განცხადებაა.
მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!" - წერს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, 2024 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, - მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გადახედოს გადაწყვეტილებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის" განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ

2024 წლის 2 ოქტომბერს,  ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"  განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ამის შესახებ რაჟდენ კუპრაშვილის საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ანტიკორუფციული ბიუროსთან სასამართლო დავა წააგო. - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო": ჩვენი სახელით არჩევნებს ვერ დავაკვირდებით, ვაგრძელებთ ინდივიდუალურ ბრძოლას ხმების დაცვისთვის

 2024 წლის 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ  "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "აირჩიე ევროპა" და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადდნენ - მათზე შეზღუდვები გავრცელდება