მსჯავრდადებულმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა კი არ დაუშვა, ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც ხან საწოლიდან გადმოვარდნას, მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნას, ხან დემენციას და რაღაც სიგიჟეებს იგონებდა – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გამოეხმაურა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის იმ განცხადებას,
"ეს შეცდომა არ არის, ეს არის თაღლითობა, ჩვეულებრივი თაღლითობაა. ტელევიზორის ყურების ან რაღაც სტატუსის ნახვის დროს სხვის მაგივრად შეგრცხვენიათ? აი, ასეთ მდგომარეობაში იყო ხალხი. ხომ ბევრჯერ განგიცდიათ ის მომენტი, როცა უხერხულ მდგომარეობაში ვარდები, რაც უნდა შენთვის მიუღებელი პიროვნება იყოს. ასეთი შეგრძნება მქონდა მიხეილ სააკაშვილზეც კი, რომელიც პალატაში თავისი საწოლიდან ძალით ვარდებოდა. ასეთ მდაბიო მდგომარეობამდეა ეს ადამიანი დასული და არ შეიძლება, მასზე ამდენს ვლაპარაკობდეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტები გადაიტანა ჯანმრთელობის პრობლემებზე და ამ გზით ცდილობდა თავისუფლების მიღწევას - შედეგებს ახლა იმკის