მართლა აგენტურა რომ გვყავდეს ოპოზიციაში, რასაც საკუთარ თავს უკეთებენ, უფრო მეტს ვერც ვთხოვდით, საოცრებებს აკეთებენ, ასე გააგრძელონ და უფრო მყარად ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და განმარტა, რომ ყველანაირი ლოგიკური გათვლით რეიტინგი 60/40-ზეა და 40% ვერასდროს აჯობებს 60 %-ს.

"ბოლო თვეების განმავლობაში, არ არსებობს ობიექტური კვლევა, სადაც ეს რიცხვები არ ჯდება. საერთო რეიტინგიც გინდა შეწონილი, გინდა შეჯამებული, ასოცირებული, მის გარეშე, საშუალო რეიტინგი, დაახლოებით 60- 40-ზეა. ამიტომ 40%- ში, შიგნით შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი როგორ შეიცვლება. პოლიტიკური რეიტინგები ჩვეულებრივი მათემატიკა არ არის, მაგალითად, ორი პარტია როცა ერთიანდება და ორივეს შეიძლება, ჰქონდეს ცალ-ცალკე 3%, ორივეს ერთად შეიძლება, ჰქონდეს ოთხი პროცენტი. ყველანაირი ლოგიკური გათვლით 60/40-ზე. 40 % ვერასდროს აჯობებს 60%- ს. ამავდროულად ისინი რასაც აკეთებენ, არ ვიცი რა უნდა ვთხოვოთ, მართლა აგენტურა რომ გვყავდეს ოპოზიციაში, უფრო მეტს ვერ ვთხოვდით. რასაც ისინი თავის თავს უშვებიან დღეს, რა კამპანიასაც ისინი აწარმოებენ, როზნერების გადანაცვლება, გადმონაცვლება, უკეთესს ჩვენ ალბათ ვერ ვთხოვდით. „ნაცმოძრაობის“ დანამატები, განსაკუთრებით, რადიკალიზმის მანტიამორგებულები, მათ შორის ხაზარაძე, გახარიები, რასაც აკეთებენ, უკეთეს რას მოიფიქრებს ყველაზე კარგი პიარშიკი ვერ წარმომიდგენია. შეიძლება, სთხოვონ, მოდი დააცინინე ხალხს თავი – მუსტანგი, რომელიც დაიწვება – საოცრებებს აკეთებენ და ძალიან კარგია, ეს გააგრძელონ და უფრო მყარად ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.