„ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური, მაგალითად, მან გუშინ ჩაატარა ბრიფინგი, რომელიც იყო ძალიან ტენდენციური. ასევე, უკიდურესად ტენდენციურ გამოსვლას ველოდებით პარლამენტში" - ამის საპატრალემნტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და დიდი ყურადღებით მოვუსმენთ მის თითოეულ სიტყვას, რასაც ობიექტურად იტყვის, ვიტყვით, რომ ობიექტურია, რაზედაც იქნება სუბიექტური და ტენდენციური, ამაზეც ვიტყვით“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება.