სულ რომ დღესვე გაჩერდნენ აგენტურული პარტიები და თქვან, რომ ყველაფერი კარგად იყო, ჩვენ არ ვაპირებთ, გავუტაროთ, ამ თემას, არჩევნების გაყალბების შესახებ მათ ტყუილებს ჩავყვებით ბოლომდე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებულ თითოეულ მავნებლობას და ტყუილს ამხელენ.
„ამ წუთას არცერთმა ნაციონალურმა მედიამ კითხვა რომ აღარ დამისვას, არცერთმა „ნაცმა“ და მისი კლასტერის წარმომადგენელმა საერთოდ რომ აღარაფერი თქვას, ხელები აწიონ და თქვან, კი, სიგიჟეა, ბოდიში იმისთვის, რომ ვლაპარაკობდით 300 000 ხმის გაყალბებაზე ელექტრონულ არჩევნებში, არ ვაპირებთ, გავჩერდეთ. ბოლომდე ჩავყვებით, ვამხელთ თითოეულ მათ მავნებლობას და ტყუილს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.