მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები, - ამის შესახებ „ლელო-საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
 

„არანაირი მსგავსი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა მე და ნიკას შორის, არ არსებობს. ერთმანეთს ვეკონტაქტებით, ერთ რამეს გიდასტურებთ, რომ მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები, ეს როგორ იქნება, ამას პირველ რიგში ამომრჩეველს ვკითხავთ, ამოცანა რა გვაქვს - ამოცანა გვაქვს, რომ ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და მოვიყვანოთ კოალიციური მთავრობა.
გაერთიანებაზე რატომ გულისხმობთ, რომ იყოს ერთი პარტია - გაერთიანება შეიძლება ცალ-ცალკე პარტია იყოს და თავიდანვე შევთანხმდეთ, რატომ მოვდივართ. მელია თუ დააფუძნებს თავის პარტიას, ჩვენ ჩვენი პარტია გვაქვს,“ - ამბობს ხაზარაძე.