"ლელო" ძალ-ღონეს არ დაიშურებს თქვენი მომავლისთვის და ხარისხიანი დასავლური სტანდარტების განათლების სისტემის შესაქმნელად, გავაკეთებთ მაქსიმუმს თქვენი უსაფრთხოებისთვის და საუკეთესო სასწავლო გარემოს შესაქმნელად. - წერს პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში:
სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, რომ ემსახუროთ საქართველოს.
"ლელო" ძალ-ღონეს არ დაიშურებს თქვენი მომავლისთვის და ხარისხიანი დასავლური სტანდარტების განათლების სისტემის შესაქმნელად, გავაკეთებთ მაქსიმუმს თქვენი უსაფრთხოებისთვის და საუკეთესო სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
მჯერა, თქვენი თაობა გახდება ამ ქვეყნის წარმატებული შვილები, რომლებიც ააშენებთ რეალურ ევროპულ მომავალს, რომელიც დაეფუძნება ეროვნულ ფასეულობებს და საუკეთესოდ გაუფრთხილდება მის ფასდაუდებელ ტრადიციებს, ამავდროულად კი ფეხს აუწყობს თანამედროვე მსოფლიო მიღწევებს.