ფეესბეს კაბინეტებში დაწერილი, იაფფასიანი პროპაგანდისტული გზავნილები, რომლებსაც მშიშარა, “უხეირო დიქტატორი” ასე ურცხვად ახვევს თავს ქართველ ხალხს - ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების" მიერ გაკეთებულ განცხადებებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.
"მატყუარა ივანიშვილი დიდი საშიშროება გახდა ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის. მის ავანტიურებსა და ტრიუკებს, რომლებსაც შუშის კოლბიდან შეშინებული აკეთებს, არაფერი საერთო არ აქვს ქვეყნის განვითარებასთან, რეალურ მშვიდობასთან და რაიმე ხელშესახებ პროგრესთან.
ეს რუსული ნარატივები ემსახურება მხოლოდ ერთს - გადაირჩინოს თავი, აჩვენოს თავის პატრონს, რომ დავალებას ასრულებს და ქვეყანას უცვლის ევროპულ არჩევანს.
წინა არჩევნებზე ყველას გვახსოვს პროპაგანდა “გარეჯი საქართველოა”, “კაცი კაცია და ქალი ქალი”, ახლა ყოველდღე “ომი გინდა? “ გვესმის. ეს არის ფეესბეს კაბინეტებში დაწერილი, იაფფასიანი პროპაგანდისტული გზავნილები, რომლებსაც მშიშარა, “უხეირო დიქტატორი” ასე ურცხვად ახვევს თავს ქართველ ხალხს. გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად ერთი ნაბიჯი თუ მაინც გადადგა
რუსულმა ოცნებამ?! - რა თქმა უნდა, არცერთი!
ეს სიბნელე უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში! დროა ყველა ასეთ ბინძურ რუსულ პროპაგანდას წერტილი დაესვას!
მტკიცე სიმართლე, ევროპული ანუ ეროვნული არჩევანი, "ილიას გზა" და ერის გაერთიანება არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენს
ხალხს გამარჯვებამდე და ევროპულ სახლამდე მიიყვანს!
26 იქტომბერს ბიძინა წავა თავისი რუსული ოცნებებით მოსკოვში - იქ, საიდანაც დავალებებს იღებს და სადაც პატრონები ელოდებიან!
ქართველი ხალხი ამ ბოროტებაზეც გაიმარჯვებს!"- წერს მამუკა ხაზარაძე.