არ მჯერა ერთიანი სიის. გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, ეს იქნება ცენტრი ენმ-ის გარეშე,- ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ სიაში არ ვიქნებით, ვერანაირი არგუმენტი ვერ დამარწმუნებს, ეს იქნება საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენ არ ვართ ნაციონალური მოძრაობა, თუმცა დიდი სურვილი აქვს „ოცნებას“ რომ მიგვაწებოს. თუმცა ალტერნატიულ ცენტრს ალტერნატივა არ გააჩნია.
არ ვეთანხმები ამ იდეას, ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. მე არ მინდა ვიყო ასოცირებული იმ ძალასთან, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ეს ქვეყანა, კარგად ვნახეთ. მე არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, გვაქვს ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით“, - ამბობს ხაზარაძე.