რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა - "ლელოს" დეპუტატი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ოფშრების კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ეხმაურება:
"რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში?!"
რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა.
დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია - რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, ჰესბოლას გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა!
მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ!
არ გაუვათ! რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ! - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
პარლამენტმა ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.