2025 წლის 22 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან.
➡️საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას და დაგეგმილ შეხვედრებს.
➡️მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.
➡️ხაზი გაესვა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობას.
➡️შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროკავშირთან ურთიერთობებს; ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთის მხარდამჭერი პოზიციის მნიშვნელობაზე.
➡️შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უნგრეთს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას.
➡️მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.