აზერბაიჯანი დღეს საქართველოსთვის სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„თუმცა, პოტენციალი არის ბევრად უფრო დიდი. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არის მაღალ ნიშნულზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ პოზიტიური და კარგი, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პოტენციალი არის ბევრად დიდი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოტენციალი სწორად ავითვისოთ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.