მოვუწოდებ ჩემ კოლეგებს, თინა ბოკუჩავას და პაატა მანჯგალაძეს, მაია ბითაძეს კი ნუ ებრძვიან, მოისმინონ ის, რაც მაია ბითაძემ და ჩვენმა ექსპერტებმა თქვეს. ეს იყო პასუხი იმ ბრალდებაზე, რაც ჩვენ გიორგი ვაშაძის მხრიდან ხელისუფლების მისამართით მოვისმინეთ, რომ თურმე არაფერი კეთდება - ამის შესახებ შოვში, სტიქიის ზონაში მყოფმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მაია ბითაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს თინა ბოკუჩავას და პაატა მანჯგალაძეს, ჩაერთონ კანონმდებლობის აღდგენის პროცესში და აღნიშნავს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის.
მაია ბითაძე ასევე მოუწოდებს ოპოზიციას, მოუკლონ სიძულვილის ენას და კარგად გაიაზრონ, რომ ახლა არ არის პოლიტიკური ქულების დაწერის დრო, ახლა არის დრო, რომ მოვუსმინოთ პროფესიონალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ადგილზე პროცესები განავითარა ერთდროულად წარმოშობილმა ხუთმა სტიქიურმა მოვლენამ, რომლის თავი და თავი კლიმატური ცვლილებებია, რასაც მთელი მსოფლიო ებრძვის.
„დღეს ოპოზიციის, თინა ბოკუჩავას მხრიდან მოვისმინეთ მოსაზრებები, თითქოს სტიქიური მოვლენა გამოწვეული იყო ხე ტყის ჭრიდან გამომდინარე, რაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არანაირ კავშირში არ არის იმ ხუთ ერთდროულად წარმოშობილ სტიქიურ მოვლენასთან, რომელმაც ძალიან დიდი კატასტროფა გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციონერებს, ჩაერთონ იმ კანონპროექტების განხილვაში, სისტემური რეგულირების შემოღებაში, რომელზეც 2012 წლიდან ვმუშაობთ და ვცდილობთ, არა მხოლოდ აღვადგინოთ რეგულაციები, არამედ ვცდილობთ, გავზარდოთ კადრები, რომლებიც გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კუთხით შექმნიან სტანდარტებს და გააუმჯობესებენ ქვეყანაში ზოგად გარემოსდაცვით ფონს, მოუკლონ სიძულვილის ენას და კარგად გაიაზრონ, რომ ახლა არ არის პოლიტიკური ქულების დაწერის დრო, ახლა არის დრო, რომ მოვუსმინოთ პროფესიონალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ადგილზე პროცესები განავითარა ერთდროულად წარმოშობილმა ხუთმა სტიქიურმა მოვლენამ, რომლის თავი და თავი კლიმატური ცვლილებებია, რასაც მთელი მსოფლიო ებრძვის.
მოვუწოდებ ოპოზიციონერებს, თუ „ქართული ოცნების“ არ სჯერათ, ეჭვი ეპარებათ ჩემს პროფესიონალიზმში, მოისმინონ ევროკავშირის, გაეროსი და ყველა განვითარებული ქვეყნის, რომელიც ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ აღდგეს რეგულაციები, რასაც მუდმივად ვახორციელებთ და ადამიანობის, კოლეგიალობის და მოქალაქეობრივ ნაწილში ვეცადოთ, ვიდგეთ ერთად, მხარში ამოვუდგეთ ჩვენს მაშველებს და ვიყოთ თანაზიარი იმ უბედურებისა, რომელიც ამ ქვეყანას დაატყდა“ - განაცხადა მაია ბითაძემ.
შეგახსენებთ, დღეს მაია ბითაძემ განაცხადა: გიორგი ვაშაძე არის ადამიანი, რომელიც აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციისა, რომელიც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელდა და მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქართველოსნაირი მოწყვლადი ქვეყნისთვის, რათა დააკვირდეს როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ და მეტეოროლოგიურ მონაცემებს."
რასაც "ნაცმოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ უპასუხა: არ ვაპირებდით არანაირი განცხადების გაკეთებას, მაგრამ კორუმპირებული მაია ბითაძე ბედავს, რომ ისრები გადაიტანოს 11 წლის წინანდელ მონიტორინგის სისტემაზე