ეს სანქციები არის ზეწოლის ბერკეტი იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ შეცვალოს გადაწყვეტილება და ხმა მისცეს იმ პარტიებს, რომლებიც ბარიერსაც კი ვერ ლახავენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“.

„ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა არის შეუქცევადი პროცესი და ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს წინასაარჩევნო აჟიოტაჟი როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში. მე პროფესიით გახლავართ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და ასეთ საერთაშორისო სამართალს არ ვიცნობ. გულსატკენია, რომ ამგვარი ნაბიჯების გადადგმა ხდება სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლის ერთგულება აშშ-ის, ევროატლანტიკური მისწრაფებების, ევროინტეგრაციის კუთხით ერთი დღე არ ყოფილა დარღვეული. სწორედ ამიტომ, ღრმად მწამს, რომ ეს სამართლებრივი არეულობა დიდხანს ფიზიკურად ვერ გასტანს და გადატვირთვის პროცესი აუცილებლად დაიწყება სულ მალე. დაგვასვენეს თითქოს ზაფხული და დღეს რა მოხდა ისეთი განსაკუთრებული, რომ ხელახლა დავიწყეთ სანქციებზე საუბარი?! - არაფერი. უბრალოდ ხდება წინასაარჩევნო პროცესის გახურება იმისთვის, რომ მიღწეული იყოს ის შედეგი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება ჰქვია. ეს სანქციები არის ზეწოლის ბერკეტი იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ შეცვალოს გადაწყვეტილება და ხმა მისცეს იმ პარტიებს, რომლებიც ბარიერსაც კი ვერ ლახავენ. ვნახეთ ე.წ. პრეზიდენტი, ორ პარტიას, რომელიც ერთმანეთს ჭამენ, ლანძღავენ, მოუწოდებს, რომ გაერთიანდნენ“, - აღნიშნა ბითაძემ.