სახელმწიფო საბავშვო ბაღი არ არის და ფუნქციონირებას იმის გამო ვერ შეაჩერებს, რომ ვიღაცას რომელიმე პიროვნება ან პროცედურა არ მოსწონს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტმა მუშაობა დაიწყო და განხილული იქნება ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ ევროკავშირთან დაახლოებას ეხება.
„არაერთხელ ვნახეთ, რომ მთავრობამ რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას, ყოველთვის კრიტიკა ისმის განურჩევლად იმისა, ეს კარგი ნაბიჯი იყო თუ ნაკლებად კარგი. სახელმწიფო საბავშვო ბაღი არ არის და ფუნქციონირებას იმის გამო ვერ შეაჩერებს, რომ ვიღაცას, რომელიმე პიროვნება ან პროცედურა არ მოსწონს. პარლამენტმა მუშაობა დაიწყო და დღეს უკვე იმ საკითხებს განვიხილავთ, რომელიც უშუალოდ ევროკავშირთან დაახლოებას ეხება. ცარიელი სიტყვების ნაცვლად კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს. რაც მთავარია ამ ქვეყანაში სახელმწიფო ფუნქციონირებდეს“, – აღნიშნა მახაშვილმა.