წინა არჩევნებთან შედარებით, წელს სარჩელების რაოდენობა განახევრებული იყო - 46%-იანი კლება იყო 2020-ის არჩევნებთან შედარებით, - განაცხადა „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა.
„არსებულმა ტექნოლოგიებმა, რაც გამოყენებული იყო არჩევნებზე, პრაქტიკულად გამორიცხა არსებითი საარჩევნო დარღვევა. ყველა ხარვეზზე სახელმწიფო ინსტიტუტებს ჰქონდათ ძალიან ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება. როდესაც არის ასეთი კლებაა სარჩელებთან დაკავშირებით, როცა პროცესმა მშვიდად ჩაიარა და როცა პრაქტიკულად გამორიცხული იყო არსებითი ხარვეზი, ასეთ ფონზე, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, მართლა ჩალით ხომ არ არის დაფარული ქვეყანა?!“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.