ეს იყო ერთგვარი სპეცეფექტების შექმნა და იმის მტკიცება, რომ ვითომ ნამდვილად რაიმე ოფიციალური მოწვევა ჰქონდათ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების ტრამპის ინაუგურაციაზე გამგზავრებაზე.

„ოპოზიცია რასაც ცდილობდა იყო ერთგვარი სპეცეფექტების შექმნა და იმის მტკიცება, რომ ვითომ ნამდვილად რაიმე ოფიციალური მოწვევა ჰქონდათ. რეალურად ოფიციალური მოწვევა თეთრი სახლისგან არცერთ დიდ ლიდერს მითუმეტეს ევროპაში არ მიუღია, გარდა იტალიის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებისა. გარეთ დგამენ რაღაც შოუებს, გარეთ ხელოვნურად ამ შოუების საშუალებით არწმუნებენ საკუთარ მოსახლეობას, რომ რამეს წარმოადგენენ. სინამდვილეში, ყველამ კარგად ნახა რას წარმოადგენენ“, - განაცხადა მახაშვილმა.