"ფაქტია, რომ ეს იყო გეგმა, არსებული ხელისუფლების მაქსიმალური დაზიანებით არასტაბილურობის მაქსიმალურ შეგრძნებამდე მისულიყო ქვეყანა. ამ გეგმას ასრულებდნენ როგორც გარედან, ისე შიგნიდან "დიფ სთეითის" წარმომადგენლები", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი ლევან მახაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი, გიორგი გახარია "დიფ სთეითის" დავალებების შესრულებაში დაადანაშაულა.

"მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, არ ვიყავი მაშინ პარლამენტის წევრი, არ ვიყავი ჩართული ამ დისკუსიებში და არც მქონდა შესაძლებლობა, რომ მომეკითხა ეს საკითხები, თუმცა ერთი, რაც მეც მახსოვს ძალიან კარგად არის ის, რომ პარალელურ რეჟიმში შეხვედრები ჰქონდა უცხო ქვეყნის ელჩებთან - გაცხადდა კიდეც საგამოძიებო კომისიაზე ერთ-ერთი ასეთი ელჩი. ის არ იყო ერთადერთი. ისიც მახსოვს, ამ პარლამენტში ცალკეული ელჩები პერიოდულად როგორ მიდი-მოდიოდნენ ზუსტად იმ დღეებში და ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ გადაწყვეტილების პროცესზე.

გადადგომის და შემდგომი ნაბიჯების გათვალისწინებით, ფაქტია, ეს იყო ერთგვარი დადგმული სცენა. ფაქტია, რომ ეს იყო გეგმა, არსებული ხელისუფლების მაქსიმალური დაზიანებით არასტაბილურობის მაქსიმალურ შეგრძნებამდე მისულიყო ქვეყანა. ამ გეგმას ასრულებდნენ როგორც გარედან, ისე შიგნიდან "დიფ სთეითის" წარმომადგენლები", - აცხადებს ლევან მახაშვილი.