ხვალინდელ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ, დავაქუცმაცებ და ნაგავში გადავაგდებ. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ხვალ გაიმართება.

მისი თქმით, საქართველოს თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა.

„სურვილი გვქონდა, რომ საერთო მიზნებთან დაკავშირებით მაქსიმალურად გვეთანამარომლა, მათ შორის დოკუმენტები გამოყენებული ყოფილიყო ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა ვნახეთ, რომ ეს ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ფურცლები იყო და მეტი არაფერი, რომელსაც საქართველოსთვის არანაირი ფასი არ აქვს. რა გავუკეთე წინა რეზოლუციებს გითხარით და იმავეს გავუკეთებ – ნაგავში არა, მაკულატურაში ვაგდებთ და ვიყენებთ შემდეგ უკეთესი მიზნებისთვის, რომელსაც მეტი ღირებულება აქვს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. შვიდი რეზოლუცია იყო საქართველოს შესახებ და ეს იქნება მერვე“, – განაცხადა მახაშვილმა.