დღეს ვხსნით დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ბროსეს ქუჩაზე, ნომერ 6-ში, რომელიც პარალელურად იქნება თბილისის ცენტრალური ოფისი და შესაბამისად, ჩვენს მომხრეებს, რომლებიც ასი ათასობით არიან დედაქალაქში და ყველა ეს ყველა არჩევნებზე ჩანს ხოლმე, მოვუწოდებ მობრძანდით ჩვენთან ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია და გახდით თანამონაწილე „რუსულ ოცნებაზე“ გამარჯვებაში. - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"მისთვის, რომ პარტია თბილისში იყოს ძლიერი, შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ამ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს ირაკლი ნადირაძე, რომლის დავალება და ამოცანა იქნება, რომ სწრაფად მოახდინოს თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ რეორგანიზაცია და გამართვა, რომ პარტია იყოს ძლიერი ისე როგორც არასდროს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ გვერდზე დაიდება კონკრეტული აპლიკაცია, რის მეშვეობითაც, თითოეულ თქვენგანს შეეძლება რეგისტრაციის გავლა. ყველას, ვინც ცხოვრობთ თბილისში და არ გინდათ რუსეთში ცხოვრება, ყველას, ვისაც გინდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყველას, ვისაც გინდათ, რომ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს დერუსეთიზაციასა და დებიძინაზიციაში, გელოდებით ბროსეს ქუჩაზე, რომელ სამუშაო ჯგუფსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.