თბილისი მერიოტში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიების ლიდერებთან ერთად, რონ ნერინგთან შეხვედრას მართავენ, რომელიც არის ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტი, ასევე იყო ეროვნული სპიკერი 2016 წლის სენატორი ტედ კრუზის საპრეზიდენტო კამპანიაში.
„სტრატეგიული კომუნიკაციები და კამპანიის მართვა აი ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სამი დღის განმავლობაში გვექნება სამუშაო შეხვედრა და შესაბამისად ჩვენ ვემზადებით ცხადია რუსული პარტიის დასამარცხებლად, ამისთვის
გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ,ყველა კანონით მონიჭებულ უფლებას იმისთვის,რომ ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის გასამარჯვებლად ,შესაბამისად დღევანდელი შეხვედრა,რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება ემსახურება ერთადერთ რამეს ,”ნაციონალური მოძრაობა”გამარჯვების კოალიციამ კამპანია წარმართოს ისე,რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა