საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებაში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და ამასთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებაში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და ამასთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა.
ნორვეგიის ელჩის დაბარებას, ბრიფინგით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს უამრავი მხარდამჭერი ჰყავს ცივილიზებულ სამყაროში, როგორიცაა ზელენსკი, მაკრონი და ა.შ. ეს ყველაფერი კი არ სიამოვნებს რუს ოლიგარქს, მის მარიონეტულ რეჟიმს, რომელთა მხარდამჭერი მხოლოდ და მხოლოდ პუტინი და მისი პროპაგანდისტები არიან;
„დღეს ვნახეთ ჩვენ არაადეკვატური დამოკიდებულება „რუსული ოცნების“, რომელმაც ნორვეგიის ელჩი დაიბარა, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემისთვის და ეს ჯილდო არის დემოკრატიის განვითარებისთვის გადაცემული. ჩვენ ვნახეთ, რომ ანტონი, ბერას სათამაშო, ბავშვებს სკოლაში რომ უვარდებოდა და აშინებდა მერე ამაზე საუბრობდა მისი ბატონის შვილთან, ბერასთან, ეს კაცი საუბრობს ადამიანის უფლებების დარღვევაზე. რაფალიანცის, მაჩალიკაშვილის, თათუხაშვილის, ბაჩალიაშვილის, კორტავას, ფარტენაძეს მკვლელები საუბრობენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჯალათეა, რომელიც არღვევს გელათს, ჯვრის მონასტერი გაიმეტა დასანგრევად და ამასობაში „რუსულმა ოცნებამ“ ააფეთქა საყდრისი, რაჭის ტყე მისცეს რუს ოლიგარქს. ეს ხალხი საუბრობს პრეზიდენტ სააკაშვილზე, ნაცვლად იმისა, რომ პირი გამოირეცხონ ხოლმე, როცა სააკაშვილს ახსენებენ. ეს ხალხი როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში, არა თუ ნორვეგიელებს, არამედ არავის აღარ გაახსენდება. პრეზიდენტ სააკაშვილი, მანამ სანამ პუტინის ტყვეობაშია, მხარს უჭერს პრეზიდენტი ზელენსკი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, პოლონეთის სეიმი, ლიეტუვა, ესტონეთი, საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმაც გააკეთა განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით და დაძაბოს გონება „რუსული ოცნების“ მხარდამჭერებმა, ჯერ კიდევ თუ დარჩა ამ პარტიას.
ვინ არის „რუსული ოცნების“ პარტნიორი? ესენი არიან, მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი, პუტინი, ლავროვი, სხვა მათ მოკავშირე არავინ არ ჰყავთ. შესაბამისად, ის რაც დღეს იკადრეს არის სერიოზული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ნორვეგიის ელჩი ამის გამო დაიბარეს“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
დღევანდელ ბრიფინგზე, ლევან ხაბეიშვილმა ასევე მიმართა ახლად არჩეულ სახალხო დამცველს და მოუწოდა, რომ უზრუნველყოს ექიმების კონსილიუმის შესვლა პრეზიდენტ სააკაშვილთან, თავი დაანებოს ექიმებისთვის რამის გადაბრალებას და დაიცვას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესები;
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას. მივმართავ სახალხო დამცველს, უზრუნველყოს ექიმების კონსილიუმის შესვლა პრეზიდენტ სააკაშვილთან და გადაბრალება, რომ თურმე ექიმების ბრალია, არავის არ აინტერესებს. მას ჰქვია სახალხო დამცველი და ის ვალდებულია უზრუნველყოს მისი მანდატი, განახორციელოს მისი მოვალეობები და არა თუ წამების შემყურე იყოს გარედან, არამედ დაიცვას პრეზიდენტ სააკაშვილის ინტერესები. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.