„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ისინი საპარლამენტო ცხოვრებაში ნაწილობრივ იქნებიან ჩართული და კანონშემოქმედებით რუტინაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბოიკოტს, პროტესტს ყველგან! რაც შეეხება პარლამენტს - ვიქნებით ყველა იმ საკითხზე, რომელიც სახელმწიფოებრივად იქნება მნიშვნელოვანი. პეპლების კანონზე მონაწილეობას არ მივიღებთ. უწუ-პუწუ და ბლა-ბლა-ბლა რომ აქვთ, რუტინაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. მაგრამ რაც იქნება საბრძოლი და გამოსაგლეჯი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ცხადია, ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.