„ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში იყო რუსული ინტერესების გამტარებელი“. - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა
ირაკლი ღარიბაშვილი, ინტერპელაციის წესით, იმყოფებოდა პარლამენტში, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გამოეხმაურა და თქვა, რომ ის არის რუსული ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც იმართება კრემლიდან;
„ქართველი ხალხი არ შეეგუება რუსულ ხელისუფლებას, კრემლიდან მართულ ე.წ პრემიერ მინისტრს და ყოველგვარი პარტიული მიკერძოების გარეშე აპირებს საკუთარი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა