“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ ყველაზე დიდ კოალიციას თუ ვინმესთან გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ხალხი.” - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქობულეთის თემში ხალა გორგაძეებში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აჭარაში, ქობულეთის ხალა გორგაძის თემში მოსახლეობას შეხვდა, სადაც მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ყველგან ვესაუბრებით ხალხს, ვართ ქობულეთში ხალა გორგაძეების თემში, ვესაუბრებით მოსახლეობას ევროკავშირის სიკეთეებზე. იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირს, დასავლეთს მოჰყვება, ვესაუბრებით პრორუსულ ხელისუფლებაზე და სტრატეგიაზე - როგორ დავამარცხებთ ერთად. ჩვენი მთავარი საქმე არის ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქიული რეჟიმის მოშორება ხალხთან ერთად და ჩვენ ყველაზე დიდ კოალიციას თუ ვინმესთან გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ხალხი.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არის სტუმრად ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხალა-ში. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე სოფლად ატარებს შეხვედრებს მოსახლეობასთან და ადგილზე ეცნობა მათ პრობლემებს. პრობლემები არის უამრავი, სოფელს აქვს გაზიფიცირების პრობლემა, რომელიც სამი წლის წინ  დაიწყო და დღემდე არ გაკეთებულა. ამ სოფელს აქვს შიდა გზების პრობლემა, წყლის, პრობლემა და ა.შ. აღარ ვსაუბრობ იმ ძირეულ პრობლემებზე, რომელიც ეხება ემიგრაციას და სოფლები იცლება ახალგაზრდებისგან. ყველა ნაბიჯზე, ყველა კუთხეში არის სოციალური ყოფითი პრობლემები და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მოდის და ადგილზე ეცნობა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფიგურა, ვინც ამ პრობლემებს მოგვარებაზე იზრუნებს იქნება ლევან ხაბეიშვილი თავის გუნდთან ერთად.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ბონდო თედორაძემ.