პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი.
„100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ სააკაშვილის სახელზე. ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში იდგა ადამიანების რიგები, რომლებიც ხელს აწერდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას და უნდა ესმოდეს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, უმნიშვნელოვანესია 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად ამისთვის მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციური ლიდერი იყოს თავისუფალი“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.