ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ივანიშვილის პარტიამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს ნებისმიერი კონფიგურაციით. ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, ცვლილებები უნდათ ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. იმისთვის, რომ შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება და ხელისუფლებამ იზრუნოს ხალხზე და არა ივანიშვილის პირად კეთილდღეობაზე, ან საკუთარ ჯიბეზე. იგივე ღარიბაშვილი საკუთარი ოჯახის გამდიდრებით არის ცნობილი და არა იმით, რომ ხალხზე იზრუნა, ამიტომ ცხადია, რომ მისი განცხადება აჩვენებს იმ საფრთხეებს, რომელსაც გრძნობს ივანიშვილის პარტია, ოღონდ გრძნობს საფრთხეს, რომ დაკარგავს ძალაუფლებას, რომელსაც საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს. 2024 წელი არის შესაძლებლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას გამოიყენებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.