„ირაკლი ღარიბაშვილი არის ამ ხელისუფლების სარკე - 12 წლის განმავლობაში გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე, აიძულეს ასობით ათას ადამიანს დაეტოვებინათ სამშობლო და ემიგრაციაში წასულიყვნენ, გააღარიბეს ხალხი. სამაგიეროდ, თავად ერთი ფეხსაცმლით მოსულები შეიქმნენ მილიონერები.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში  წერს.

"შეჭირვებული ოჯახიდან მოვიდა, მოგვიყვა, რომ ნასესხები 1000 $ - ით წავიდა ევროპაში და მიმტანად იმუშავა, რათა თავის რჩენა შესძლებოდა. ასეთი წესიერებით გავხდი პრემიერმინისტრიო და ... და, შეგიძლიათ მხოლოდ მის დეკლარაციაში ნახოთ ეს ღარიბი, "წესიერი" ახალგაზრდა როგორ უეცრად გამდიდრდა, როგორ იხდის 500 000 ლარს ორ ავტომობილში, როგორ ცხოვრობს ფეშენებელურ სასახლეებში, როგორ დაიმტკიცა ტყეები, როგორ ხარჯავს წლიდან წლამდე 100 000 ობით ლარს და ამასობაში, როგორ გახდა მისი პენსიონერი, შეჭირვებული მამა მულტი მილიონერი.

ეს ადამიანი არის სარკე ხელისუფლების. 12 წლის განმავლობაში როგორ გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე, როგორ აიძულეს ასობით ათას ადამიანს დაეტოვებინათ სამშობლო და ემიგრაციაში წასულიყვნენ, როგორ გააღარიბეს ხალხი. სამაგიეროდ, თავად ერთი ფეხსაცმლით მოსულები შეიქმნენ მილიონერები.

26 ოქტომბერს უნდა შევცვალოთ და არ მივცეთ შესაძლებლობა მასხრად აიგდონ ხალხი, დასცინონ და სათამაშოებად ჩათვალონ." - წერს ლევან ხაბეიშვილი "ფეისბუკში"