„ასი ათასობით ადამიანი ვერ პოულობს სამსახურს, არც კი იცის რა არის ხელფასი და შემოსავალი. დაიწყო ახალგაზრდა ადამიანმა ბიზნესი, ოცი ათასი მარწყვო დარგო, უამრავი პრობლემა შეექმნა, ვერაფერი ვერ ქნა და მოუწია ბიზნესის დახურვა. სტუდენტმა დაიწყო მუშაობა მაღაზიაში, სადაც 500-600 ლარს გამოიმუშავებს და შეუძლებელია ამ თანხით ქირის, კომუნალურის, გზის ფულის, კვების ფულის გადახდა, ასევე ელემენტარული ტანსაცმელი სჭირდება მას, მაგრამ ეს 500-600 ლარი არაფერში კმარა." - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

"ამიტომ უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, რომ უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი არის დიდი პრობლემა, რომელიც არის საქართველოში - ადამიანებს გაუსაძლისად უჭირთ. შეუძლებელია ასეთ პირობებში ცხოვრება და ეს კონკრეტული ადამიანი ამ შემთხვევაში არის ამის ნათელი მაგალითი, როგორ იშრომა, იწვალა, თუმცა მაინც არაფერი არ გამოდის, რადგან მილიონ ბიუროკრატიულ პრობლემას აწყდება ამ ქვეყანაში. 2024 წელი არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის და აუცილებლად ეს დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა