ევროსაბჭოს გადაწყვეტილების წინ ბერლინში პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იმისთვის, რომ ევროპის დედაქალაქებში მოხდეს კიდევ ერთხელ პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზება, რათა საქართველომ დამსახურებულად მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ბერლინში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს მეტი აღიარება ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამიტომ, ბატონმა სამხარაძემ თავის კოლეგებს უკვე წარუდგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავდა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გერმანიაში იმყოფება. ნიკოლოზ სამხარაძე შეხვედრებს ბუნდესტაგში მართავს. კოლეგებთან საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესია.