პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილის თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სადაც როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ იქნა მიღებულ გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერი პუტინი უნდა იყოს მოხსენიებულია, როგორც საერთაშორისო კრიმინალი.
„ის, რომ პუტინი არის საერთაშორისო კრიმინალი, უკვე აღიარებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და საერთაშორისო საზოგადოების მიერ. საქართველომ უნდა მიიღოს საერთაშორისო რეზოლუცია, სადაც შეაფასებს ამ მოვლენას, კრიმინალს დაუძახებს საერთშორისო კრიმინალს და მოუწოდებს მთავრობას, რომ შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციის ოფიციოსთან, როგორც კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებთან“. - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა