„სასამართლო კლანი, შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე ემსახურებიან ივანიშვილის ჯგუფის ბიზნეს-კორუფციულ ინტერესებს და არა სამართლიანობას ქვეყანაში.“ - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

"სასამართლო კლანი, შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე, ქართულ სახელმწიფოში სამართლიანობას კი არ ემსახურებიან, არამედ ემსახურებიან ივანიშვილის ჯგუფის ბიზნეს-კორუფციულ ინტერესებსა და სქემებს, ამიტომ არ ვითარდება ეკონომიკა, არის მაღალი ფასები და ინფლაცია, გაჭირვების გამო ქართველები მიდიან ემიგრაციაში ღირსეული და მაღალ ანაზღაურებადი სამუშაოს საძებნელად. ეს არის ივანიშვილის ქარვასლა და არა სასამართლო, რაც შემოდგომის არჩევნებზე უნდა შევცვალოთ.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ