„თბილისის მერის კახი კალაძის კორუფციული ინტერესებს ეწირება ჩვენი დედაქალაქი, ამის ნათელი მაგალითია დიდი დიღომი, რომელიც ურბანულ კატასტროფად გადაიქცა. რეკრეაციულ ზონაში სკვერის ნაცვლად კორპუსის აშენება იგეგმება და ამას უნდა, რომ აუნთოს მწვანე თბილისის მერმა.“ -  ამის შესახებ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ  განაცხადა

„დიდი დიღმის მაცხოვრებლები აპროტესტებენ თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, იმასთან დაკავშირებით, რომ რეკრეაციულ ზონაში, დაპირებული სკვერის ნაცვლად რეკრეაციულ ზონაში მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება.

თბილისის მერის კახი კალაძის კორუფციული ინტერესებს ეწირება ჩვენი დედაქალაქი, ამის ნათელი მაგალითია დიდი დიღომი, რომელიც ურბანულ კატასტროფად გადაიქცა, ვინაიდან ისეთი გადაწყვეტილებებია მიღებული სამშენებლო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას და იმის ნაცვლად, რომ ამას ადეკვატურად პასუხობდეს თბილისის მერია, პირიქით, რეკრეაციულ ზონაში სკვერის ნაცვლად კორპუსის აშენება იგეგმება და ამას უნდა, რომ აუნთოს მწვანე კახი კალაძემ. ეს არის მიუღებელი, ამასთამ დაკავშირებით მოქალაქეებმა შეაგროვეს ხელმოწერები და ითხოვენ ეს გადაწყვეტილება მერიის მხრიდან არ იქნეს მიღებული.

კალაძის საცობებს ეწირება ჩვენი თანამოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საცობების წყარო სწორედ ურბანული კატასტროფაა. ის სამშენებლო გადაწყვეტილებები და განაშენიანება, რომელიც სწორედ ღაზას სექტორად აქცევს ჩვენს დედაქალაქს. ნამდვილად უნდა იყოს ჩვენი დედაქალაქი ევროპული ქალაქი, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებებით არა ევროპული ქალაქი, არამედ ღაზას სექტორს დაემსგავსა თბილისი, რომელიც არის ფაქტობრივად ურბანული კატასტროფა.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.