"სახე დაკარგული და რეპუტაცია შელახული ბიძინა ივანიშვილი პროდასავლური ოპოზიციისთვის არის საახალწლო საჩუქარი. ის შემოვიდა საჯარო პოლიტიკაში, პირადად არის ავტორი და შემოქმედი კორუფციული სისტემის. მან მოინდომა საბჭოთა სისტემის რესტავრაცია, რაც არ გამოვიდა ბოლომდე და ქართველი ხალხი გამოუტანს მას განაჩენს." - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
"ირაკლი კობახიძე იქნება სწორედ ის ადამიანი, რომელსაც მოუწევს იმ არჩევნების შედეგების აღიარება, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ნება და ნება იქნება იმ თვალსაზრისით გამოხატული, რომ საბოლოოდ დამარცხდება ქვეყანაში საბჭოთა სისტემა და რუსული მმართველობა." - განაცხადა ლაშა ფარულავამ.