"ლელოს" გადაწყვეტილება, რომ შევიდეს ივანიშვილ-კალანდარიშვილის რუსულ არჩევნებში არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი, არაპრაგმატული, განწირული და არაფერზე დაფუძნებული მავნებლობა"- ასე ეხმაურებბა მწერალი ლაშა ბუღაძე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

"ლელოს" გადაწყვეტილება, რომ შევიდეს ივანიშვილ-კალანდარიშვილის რუსულ არჩევნებში არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი, არაპრაგმატული, განწირული და არაფერზე დაფუძნებული მავნებლობა. ივანიშვილს აქვს კრიზისი და მისი დასრულება ჩვენს გამძლეობაზეა დამოკიდებული. გამძლეობაზე! ესაა ნაბიჯი, რომელიც ყველაზე მეტად უნდოდა ივანიშვილს - ოპოზიციის გახლეჩა, თუმცა არ გამოუვა: ოპოზიცია არის ხალხი, რომელიც დაასრულებს ივანიშვილს... უკვე "ლელოს" გარეშე! ბოიკოტი რუსულ არჩევნებს! ეჭვი არ მეპარება, "ლელოს" რაციონალური წევრები ამ ბრიყვული და მოღალატეობრივი გადაწყვეტილების მერე დატოვებენ ამ არაადეკვატურ პარტიას"- წერს ლაშა ბუღაძე.

კოალიცია "ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს