მიხარია, რომ დავბრუნდი ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ერთმანეთთან დიალოგით შექმნან რეალობა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„მიხარია, რომ დავბრუნდი ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ერთმანეთთან კონსულტაციით და დიალოგით შექმნან ისეთი რეალობა, რაშიც მარტივი იქნება ჩვენი ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთება, ისე რომ მათი ხმები არ დაიკარგოს პირველ რიგში და არ ჰქონდეთ უიმედობა, რომ მათ ხმას აზრი არ აქვს, დაიკარგება და დარჩნენ სახლში, იმიტომ რომ ორი  ყველაზე მთავარი ამოცანა, რაც გვაქვს ჩვენ 26 ოქტომბრისთვის, არის მაქსიმალური აქტიურობა ამომრჩევლის და მაქსიმალურად მკაფიო არჩევანის შეთავაზება ოპოზიციურ ფლანგზე“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.