“პენსიონერმა მშობლებმა ჩარტერი დაიქირავეს” - ღარიბაშვილისთვისაც კი ცინიკური ფსკერია" - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე პრემიერ მინისტრის მიერ აშშ ში განხორციელებული კერძო ვიზიტის ფინანსურ წარმომავლობას.
“პენსიონერმა მშობლებმა ჩარტერი დაიქირავეს” - ღარიბაშვილისთვისაც კი საზარელი ცინიკური ფსკერია.
ანუ იფიქრეს ერთი კვირა და ეს ტროლების გზავნილი მოიფიქრეს. - წერს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა.