ჩარტერული კომერციული რეისი NY დან პარიზამდე სადღაც 80 ათასი დოლარი ღირს. გააჩნია ჯეტს. თბილისამდე არ ვიცი. ალბათ უფრო ძვირი. - ამის შესახებ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
"რა ქაჯობა და ამაზრზენი ხამობაა, როცა სტუდენტი შვილი, რომელმაც სტუდენტობა უნდა შეიგრძნოს, ზურგჩანთით იმოგზაუროს და სოციალური თანასწორობა ისწავლოს - ჯეტით ჩაგყავს უნივეტსიტეტში. კორუფციაზე და ღარიბი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს ამდენი ფული საიდან აქვს - ეგ გახდება ოდესმე ცნობილი." წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში .
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმ, ნინო გიორგობიანმა "ფეისბუკში" დაწერა: "მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა."