ძალიან სამწუხარო ამბავია. ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა სამაშველო სამუშაოების დროს შოვში.
რეანომობილი ონში კვლავ არ არის. ისევე როგორც ბევრ მუნიციპალიტეტში - ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე შოვში, სტიქიის ზონაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება, სადაც მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორი გარდაიცვალა.
ძალიან სამწუხარო ამბავია. ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა სამაშველო სამუშაოების დროს შოვში.
რეანომობილი ონში კვლავ არ არის. ისევე როგორც ბევრ მუნიციპალიტეტში.
ჩემი წერილის საპასუხოდ, 8 მუნიციპალიტეტმა გვითხრა, რომ მერიებში და გამგეობებში რაიონის სამედიცინო დაწესებულებებზე ინფორმაცია არ აქვთ (!)).
ანუ ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, მარტვლის, აბაშის, ტყიბულის, ხაშურის და ყვარლის მერებმა და გამგებლებმა არ იციან რა სამედიცინო სერვისს ოღებენ მათ რაიონების მოქალაქეები. - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.