"ჩვენი ბანკები მოქმედებენ, რაც მათი პასუხია ამერიკულ სანქციებზე.
ამიტომ, კობახიძე და ივანიშვილის პროქსები ვერ დაიცავენ დასანქცირებულ პირებს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობჰს" დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:
"თურნავას პასუხი ბნ რომანს ნიშნავს იმას, რომ დასანქცირებული პირები ქართულმა ბანკებმაც დაასანქცირეს.
ქართული ბანკები გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. თუ სანქციებს არ აღასრულებენ - SWIFT -იდან ჩახსნიან, რაც კატასტროფა იქნება სექტორისთვის.
ჩვენი ბანკები მოქმედებენ, რაც მათი პასუხია ამერიკულ სანქციებზე.
ამიტომ, კობახიძე და ივანიშვილის პროქსები ვერ დაიცავენ დასანქცირებულ პირებს.'- წერს ხატია დეკანოიძე.