ღარიბაშვილს გაჭირვებული სტუდენტები მაშინ გაახსენდა, როცა კორუფციულ ფსკერზე აღმოჩნდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„წლებია ვითხოვთ სტუდენტების დახმარებას. თუმცა ღარიბაშვილს გაჭირვებული სტუდენტები მაშინ გაახსენდა, როცა კორუფციულ ფსკერზე აღმოჩნდა.
შოვიც მაშინ გაახსენდა, როცა ფარცხალაძე ფსბ-ს აგენტად განცხადდა.
არ არსებობს სამშობლოს ღალატის გადაფარვა ფარისევლობით და პოპულიზმით“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.