ანა წითლიძე პარტიაში გადაწყვეტილებას არ იღებს და მასზე კომენტარს არ ვაკეთებ, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელს მოუწოდებს, რომ პირადი წყენები და პოლიტიკური ამბიციები გვერდზე გადადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წითლიძე ამბობს, მოსაყოლი ენმ-ის წევრებსაც დეკანოიძესთან დაკავშირებით ბევრი აქვთ.
"მე არავითარი პირადი წყენები არ მაქვს, ანიზე კომენტარს არ ვაკეთებ. იგი არანაირ გადაწყვეტილებას პარტიაში არ იღებს. ანი არის ქალი პოლიტიკოსი და მე მას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ანი არ იღებს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა დეკანოიძემ.