"ძალიან სენსიტიური დროა, რუსეთი აწარმოებს ომს იმისთვის, რომ უკრაინას წაართვას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს, გადახედონ, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის დასახმარებლად. საქართველომ ბევრი გააკეთა ჰუმანიტარულ სფეროში, საერთაშორისო ფორუმებში კენჭისყრებში მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ განსაზღვროს, რისი გაკეთება შეუძლია." - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.
"ფიქრობ, ყველა კარგად აცნობიერებს, რა სენსიტიურ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო, ვინაიდან მისი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად", - თქვა დეგნანმა.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: უკრაინისგან მრავალმილიონიანი შესყიდვით "ბუკ"- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო, რაც საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა