„მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ განვსაჯო ანგარიში, ევროკომისიის შეფასება პროგრესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ისინი გააკეთებენ ძალიან ფრთხილ შეფასებას იმ სამუშაოსას, რომელიც აქ მიმდინარეობდა, თუ რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რა პროგრესი იქნა მიღწეული ამ კონკრეტულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით." – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
"ვფიქრობ, ფაქტი, რომ ვენეციის კომისიამ გამოსცა მოსაზრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონსა და დეოლიგარქიზაციის კანონზე, ძალიან მკაფიო გზამკლვევის თანხლებით, თუ რა არის საჭირო მოლოდინების შესასრულებლად, არის ნიშანი იმისა, რამდენად ერთგულია ევროკომისია ამ პროცესში საქართველოს წარმატების მიმართ. არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი საჭირო ნაბიჯებთან დაკავშირებით. თუ პარლამენტი გადადგამს ამ ნაბიჯებს, ეს საქართველოს დააახლოებს იმასთან, სადაც ყველა ჩვენგან სურს მისი ყოფნა, დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან.
საქართველო იყო პოლარიზებული, როდესაც სამ-ნახევარი წლის წინ აქ ჩამოვედი. იყო ქართველების გაერთიანების მცდელობები. ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო დაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს, რუსეთია. რუსული დეზინფორმაცია და პრორუსული დეზინფორმაცია, რომელიც აგრძელებდა ამ ქვეყნის დაბნევასა და დაყოფას გასული სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, ეს ძალიან სახიფათოა. ქართველებმა იციან ამ ტაქტიკის შესახებ. თქვენ გამოგიცდიათ რუსეთის მცდელობები, დაენაწევრებინა, დაებნია და დაეშინებინა მოსახლეობა მრავალი ათწლეულის განმავლობაში. ვიმედოვნებ, რომ არის ძალისხმევა გაერთიანებისთვის, არა მხოლოდ ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომელიც დაგააახლოვებთ ევროპულ ინტეგრაციასთან, ქართველი ხალხის უმრავლესობის მკაფიო არჩევანთან, არამედ ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინაშე. ახლა დროა ქართველი ხალხისთვის, გაერთიანდეთ, მიჰყვეთ „ძალა ერთობაშიას“ მოდელს. რთული არ არის ერთმანეთის მოსმენა, განსხვავებული მოსაზრებების მიღება.
აშშ 30 წელია, მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის ასაშენებლად. ეს მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ეს მოიცავს თავისუფალ, ძლიერ, პასუხისმგებლიან მედიას. ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი – პოლიტიკოსებს, მედიას, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ინტერესების წინ დაყენება, პოლიტიკური დაპირისპირებების გვერდით გადადება. პოლიტიკოსები იტყვიან იმას, რაც უნდა თქვან, ვიცით, რომ არსებობს პოლიტიკური თამაშები, რომელიც კამერების წინ სრულდება, მაგრამ ახლა დროა, საქართველოს ინტერესები დადგეს წინ. აშშ-ს ყველაფერზე მეტად სურს საქართველოს წარმატების ხილვა, მიაღწიოთ წარმატებას თქვენს ძალისხმევაში, გახდეთ ევროკავშირის წევრი. ყველაზე მნიშვნელოვანია გაერთიანება და საქართველოს მომავლისთვის ერთად მუშაობა. ძალა ერთობაშია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თარგმანი საქართველოს პირველი არხი