მსოფლიოს ძველი არქიტექტურა დაინგრა, აღარ არსებობს. ის, რაც მსოფლიო ომის შემდეგ არსებობდა, მორჩა. 24 თებერვალს ამას წერტილი დაესვა. არის საზოგადოებისა და ამერიკის პოლიტიკოსების ნაწილი, რომელიც გუშინდელ დღეში დარჩა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. ის ვერ ხედავს ან არ უნდა დაინახოს, რომ მსოფლიო შეიცვალა, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
"ისრაელს რატომ ვერ უბედავენ ვერაფერს? იცით რატომ? იმიტომ რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა და თქვა: ვარსკვლავი ხომ არ გგონივართ თქვენს რუკაზეო? ეს ჩაყლაპა ყველამ, იმიტომ რომ ისრაელია. იგივე უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოჯახი, ღმერთი და ტრადიცია. ან ისეთები მიგვიღეთ, როგორებიც ვართ, ან თქვენ თქვენს გზაზე წადით და ჩვენ ჩვენსაზე წავალთ“, - განაცხადა ხაინდრავამ.