თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს.
„უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ ჩვენს სულიერ წინამძღვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღეს. მადლობა მას ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ერის საკეთილდღეოდ“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
დღეს პატრიარქის დაბადების დღეა, ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.