თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმას გამოეხმაურა და მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
„შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო. რობერტ ფიცოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, სლოვაკ ხალხს კი მშვიდობას!“ - წერს კალაძე X-ზე.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ის ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია.
შემთხვევა ბრატისლავასთან მთავრობის სხდომის შემდეგ მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
ამასთან, „როიტერთან“ საუბრისას ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო და დაინახა, როგორ აკავებდა პოლიცია მამაკაცს.